მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი

ნანახია 70-ჯერ
ცენტრის მენეჯერი

ეკა ნოზაძე

მემბრანოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი

  Mob:    +995 555 182 232    
             
  E-mail:  e.nozadze@biomedicine.org.ge
                noki2601@gmail.com

 

სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე არსებულ „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი წარმოდგენილია შემდეგი ხელსაწყოებით:

1.    RT_PCR_QS5 - რაოდენობრივი პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის  ხელსაწყო, რომელიც ითვლება ოქროს სტანდარტად გენების ექსპრესიის     განსასაზღვრავად.

2.    Patch-Clamp - უჯრედულ მემბრანაზე არსებული იონური არხების ფუნქციონირების შესასწავლად.

3.    Vibrating microtome Leica - ბიოლოგიური ქსოვილების ძალიან თხელ ნაჭრებად (სექციებად) დასაჭრელად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვანია ქსოვილის სტრუქტურის, უჯრედების და ცოცხალი ფუნქციების შენარჩუნება.

4.    ZEISS Axio Observer 5 - ინვერსული მიკროსკოპი უზრუნველყოფს ცოცხალი და ფიქსირებული უჯრედების  (ფაზური კონტრასტის, ფლუორესცენციის და სხვა მეთოდებით) დაკვირვებას. იძლევა მაღალი ხარისხის დეტალურ სურათებს უჯრედების სტრუქტურისა და პროცესების შესასწავლად.

5.    IMAGING INSTRUMENT (ChemiDoc Imagin system) – გელების მრავალფუნქციური იმიჯინგ სისტემა, ელექტროფორეზის და ვესტერნ  იმუნობლოტინგის აპარატებთან ერთად ხელსაწყო უზრუნველყოფს ვესტერნ ბლოტინგის მულტიპლექსური ფლუორესცენტული და ქემილუმინისცენტური დეტექციას, ასევე გელის დოკუმენტაციის ზოგად აპლიკაციებისა და შეღებვისაგან თავისუფალი იმიჯინგ ტექნოლოგიების გამოყენებას. მას გააჩნია შემდეგი აპლიკაციები:

•    ქემინოლუმინესცენცია;
•    ფლუორესცენცია;
•    კოლორიმეტრია;
•    გელის დოკუმენტაცია;
•    შეღებვისაგან თავისუფალი ფლუორესცენტული იმიჯინგი.

6.    Ultracentrifuge (Thermo Scientific Sorvall MX Plus) – ულტრაცენტრიფუგა მაქსიმალური სიჩქარით 150 000 rpm.

      როტორები:

1.    Swinging bucket rotors S52-ST   მაქსიმალური სიჩქარე 52 000 rpm (275 458 xg)  როტორის მასალა-ტიტანი;
2.    როტორი ფიქსირებული კუთხით S80-AT3 მაქსიმალური სიჩქარე 80 000 rpm (414 630 xg);  
3.    როტორი ფიქსირებული კუთხით S50-A მაქსიმალური სიჩქარე 50 000 rpm (209 938 xg);
4.    როტორი ფიქსირებული კუთხით Fiberlite F55-12x1.5 MUC   მაქსიმალური სიჩქარე 55 000 rpm (221 575xg). როტორის კორპუსის მასალა - ნახშირბადის ბოჭკო, საფარის მასალა- ალუმინის შენადნობი.

7.    Nanodrop – სპეციალური სპექტრომეტრი, რომელიც გამოიყენება მცირე მოცულობებში (უმთავრესად 1-2 მიკროლიტრში) დნმ-ის, რნმ-ის და ცილების კონცენტრაციის და სისუფთავის სწრაფი და მარტივი გაზომვისთვის.

8.    Flagship Mice IVC Cage – სპეციალური და დახურული ტიპის, ინდივიდუალურად ვენტილირებადი, გალია თაგვებისა და ვირთაგვებისათვის

9.    Barnes Maze – ქცევითი ტესტი, რომელიც გამოიყენება თაგვების და ვირთაგვების სივრცული დასწავლის და მეხსიერებისა და ნავიგაციის უნარის შესაფასებლად.



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>